მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის საქართველოს 3 უნივერსიტეტი დასახელდა

Nusagi

მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის ცენტრმა საქართველოს 3 უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის დაასახელა. რეიტინგში 2 ათასი უნივერსიტეტი მოხვდა.

2 ათასი უნივერსიტეტის რეიტინგი ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც უნივერსიტეტების რეიტინგს მიცემული ცოდნის ხარისხის მიხედვით ადგენს, ასევე მნიშვნელობას ანიჭებენ სამუშაო ბაზარზე დამთავრბული კურსანტების მოთხოვნას.

საქართველოს წამყვან უნივერსიტეტად დასახელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, რომელიც მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ათასეულში მოხვდა და 885-ე ადგილზეა.

რეიტინგში ასევე მოხდა ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი. მას მსოფლიო რეიტინგში 1473-ე ადგილი უკავია და საქართველოში მეორე საუკეთესო უნივერსიტეტად მიიჩნევა.

მესამე საუკეთესო ქართული უნივერსიტეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა. მან საქართველოს რეიტინგში მხოლოდ პირველი ორი ადგილი დათმო, მსოფლიო რეიტინგში კი 1746-ე ადგილზეა.

მსოფლიო რეიტინგში ლიდერის პოზიცია უკვე მეათე წელია, ჰარვარდის უნივერსიტეტს უკავია. მეორე და მესამე ადგილებსაც ამერიკული უნივერსიტეტები ინარჩუნებენ, მასაჩუსეტის ტექნიკური ინსტიტუტი და სტენფორდის უნივერსიტეტი.

მეოთხე და მეხუთე ადგილს ბრიტანული , კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტები ინარჩუნებენ.

ამასთან კემბრიჯის უნივერსიტეტს სწავლის ხარისხით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.

Facebook Comments
%d bloggers like this: