„პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის პარლამენტში დღეში 700 ლარის ჯარიმა მოგროვდება“

Nusagi

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომლის თანახმადაც, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

„ხომ არ ჯობია, პირბადის ტარების წესის დარღვევის პირველ შემთხვევაში ჯარიმა იყოს 10 ლარი, განმეორების შემთხვევაში – 20, ხოლო და შემდეგ იყოს თუნდაც 100 ლარი“ – ასეთი წინადადებით ოხანაშვილს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუკრი ქანთარიამ მიმართა.

„დახურულ სივრცეში შედის, ალბათ, პარლამენტის სხდომათა დარბაზიც არა? თუ შედის, მაშინ ჩვენ, ალბათ, დღეში 700 ლარს მაინც მოვაგროვებთ იმიტომ, რომ ხან გვიკეთია ნიღაბი, ხან არ გვიკეთია, გამოვდივართ და ლაპარაკის დროს ვიხსნით, მერე ვიკეთებთ, ახლა მე განგებ არ მოვიხსენი. ამას ჩვენი საზოგადოება დაინახავს, იგივე რომ გაიმეოროს და ავტობუსში ლაპარაკის დროს მოიხსნას, მერე გაიკეთოს, ის ალბათ დაექვემდებარება ჯარიმას არა? ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ეს გასათვალისწინებელია.

როგორც წარმოგიდგენიათ ამის აღსრულება? ვიცი, რომ არც ავტობუსში, არც ბანკში, არც მაღაზიაში არ უშვებენ ნიღბის გარეშე. ჯარიმა ვისზე უნდა იყოს, ვინც შეიპარება ან იქ შევა და შემდეგ მოიხსნის? როგორ უნდა მოხდეს აღსრულება, ალბათ, გიფიქრიათ ამაზე“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: