კარგი იქნება ბესელია და ოხანაშვილი ერთად სამოგზაუროდ თუ წავლენ-ქანთარია

Nusagi

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია, დეპუტატებს ეკა ბესელიას და ანრი ოხანაშვილს ერთად მოგზაურობას ურჩევს, მათ შორის არსებული დაპირისპირების გასანეიტრალებლად.

“რასაც ვუყურებ ეს ორი დღეა, ანრი ოხნაშვილის და ეკა ბესელიას პაექრობას, მიჩნდება აზრი, რომ კარგი იქნება, ორივე ერთად თუ სამოგზაუროდ წავლენ. იქიდან ერთი ჩამოვა ალბათ, ან ორივე ერთად ჩამოვა შეხმატკბილებული, შეთანხმებული”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ პლენარულ სხდომაზე.  

Facebook Comments
%d bloggers like this: