კელი დეგნანი- გუბაზ სანიკიძის ბრალდება პრაქტიკულად, ტყუილია

Nusagi

საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრები აშშ-ს საელჩოს მიერ ისმინება, აბსურდსა და ტყუილს უწოდებს.

„ეს არის აბსურდი. დავინტერესდები, თუ რა არის ამგვარი ბრალდებების საფუძველი, რაც პრაქტიკულად ტყუილია“, – განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, გუბაზ სანიკიძემ ტვ-პირველის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რომ დარწმუნებულია, აშშ-ს საელჩო ბიძინა ივანიშვილს უსმენს.

Facebook Comments
%d bloggers like this: