რუსული მედია: ნაბიჯი ჯოჯოხეთისკენ, სომხეთი ინფექციასთან ომს აგებს

Nusagi

ყველა მონაცემებით, სომხეთს შანსი აქვს, მოხვდეს იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც კორონავირუსთან ომში დამარცხდა,-ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. 

„ლენტას“ ცნობით, ქვეყნაში დაავადების ახალი აფეთქებაა, მკვეთრად გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან, ჯანდაცვის სისტემის რესურსები იწურება. ამასთან, ხელისუფლება მხოლოდ იმას ახერხებს, რომ უპასუხისმგებლო მოქალაქეებს, რომლებიც  ნიღბების გარეშე დადიან, სინდისზე აგდებს. თუმცა მოქალაქეებს ამის არ რცხვენიათ, რადგან ეპიდემიის დასაწყისში არავის უფიქრია მკაცრი ეპიდემიოლოგიური ზომების დაწესებაზე. ამასთან, ბევრს სჯერა კონსპირაციული თეორიების, რომლებიც პირდაპირ ოფიციალური მედიასაშუალებებით ვრცელდება საზოგადოებისთვის ნაცნობი და პატივსაცემი ადამიანების მიერ. 

ამასობაში, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. 20 მაისს ოფიციალური მონაცემებით 5606 დაავადებული იყო, 10 ივნისს კი, 14 103-ს მიაღწია. მკვეთრად არის გაზრდილი გარდაცვლილთა რაოდენობაც. 160-დან 227-მდე. ამასთან, 77 ადამიანი, რომლებსაც კოვიდ19 ჰქონდა, „სხვა მიზეზით გარდაიცვალა“, თუმცა რა იყო ეს ხვა მიზეზი, განმარტებას არავინ აკეთებს.

რუსული მედიის ცნობით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სომხეთში მდგომარეობა გაცილებით სავალალოა, ვიდრე ამას ხელისუფლება აღიარებს. მაგალითად, 1 ივნისს ექიმებმა 1249 ადამიანს ჩაუტარეს ტესტირება და ინფიცირებული მათი 50% აღმოჩნდა. ამასთან, დღე-ღამეში მხოლოდ 2 000 ტესტის ჩატარება ხერხდება, რადგან რესურსები იწურება. თავად პრემიერ-მინისტრმა, 7 ივნისს გამოაქვეყნა „ანალიტიკური მონაცემები“, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 100 000-ზე მეტი ინფიცირებულია, თუმცა ფაშინიანმა ეს პოსტი მალევე წაშალა.

 ქვეყანაში მდგომარეობის გაუარესებას ხელისუფლება მოსახლეობას აბრალებს, რომლებიც ხშირად არღვევენ სოციალურ დისტანციას და არ ატარებენ ნიღაბს. ფაშიანიანი საზოგადოებას მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ ასეთი დამრღვევების წინააღმდეგ მასობრივ მოძრაობაში.

Facebook Comments
%d bloggers like this: