„იწყება მეორე ეტაპი და ერთმანეთს თუ არ მოვუფრთხილდით, ამის გაჩერება…“

Nusagi

თბილისში ვართ და ყველამ ვიცით, სახლებში იკრიბებიან და 30-40 კაციან პურმარილებს აწყობენ, მერე დაემართებათ, გავრცელდება და იტყვიან, რას უყურებდნენო , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა – ყველას უნდა თავისუფლება, ძალიან კარგია ეს, მაგრამ თუ ცოტა ჩვენ თავს არ ვაიძულებთ, ლაპარაკია ელემენტარული წესების დაცვაზე – დახურულ სივრცეში რომ შედიხარ, გაიკეთე პირბადე, დაიცავი დისტანცია, ნუ შეიკრიბები და ნუ გადაიხდი ქორწილებსა და ხალხმრავალ დაბადების დღეებს. თბილისში ვართ და ყველამ ვიცით, სახლებში იკრიბებიან და 30-40 კაციან პურმარილებს აწყობენ, მერე დაემართებათ, გავრცელდება და იტყვიან, რას უყურებდნენო. ჩვენი თანამოქალაქეების შეგნებაზეა ახლა ეს. აბსოლუტური უმრავლესობა ადამიანების რომ იქცეოდა კარგად, იმიტომ განვლეთ მართლა კარგად ეს პირველი ეტაპი. ახლა იწყება მეორე ეტაპი ამ დაავადებასთან ბრძოლის და ისევ და ისევ ჩვენმა თანამოქალაქეებმა თუ არ დავიცავით და ერთმანეთს არ მოვუფრთხილდით, დამერწმუნეთ, რომ ამის გაჩერება… სამწუხაროდ, მაგალითები ხომ გვაქვს გვერდით ქვეყნებში“ , – განაცხადა პაატა იმნაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: