მოგზაურობა

15 ივნისიდან საქართველოს დაცული ტერიტორიები იხსნება

Nusagi

15 ივნისიდან საქართველოს დაცული ტერიტორიები იხსნება.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით,  ყველა ვიზიტორთა ცენტრი 15 ივნისიდან განაგრძობს მუშაობას და ვიზიტორთა მიღებას.

სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, მოგზაურობისას გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის COVID19-ის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული შეზღუდვები.

COVID-19 პანდემიისას გასათვალისწინებელი რეკომენდაციები დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისას:

▪შენობებში და დახურულ სივრცეებში (მღვიმეებში), გაიკეთეთ პირბადე, რომელიც კარგად გიფარავთ ცხვირს და პირს;

▪ ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად 5 ვიზიტორის ყოფნა;

▪დაიცავით ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი;

▪რეკომენდირებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან შეიძინეთ ბილეთები დისტანციურად https://guru.ge/ -ზე

ზოგადი რეკომენდაციები:

▪თუ თავს ცუდად გრძნობთ, არ შეხვიდეთ ტერიტორიაზე და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;

▪ მოერიდეთ ახლო კონტაქტს ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცემინება და ხველა;

▪ ხშირად დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ან თუ შესაძლებელია, დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით.

▪ მოერიდეთ პირზე, ცხვირსა და თვალებზე ხელის შეხებას;

▪ ხველისა და ცემინებისას, პირზე და ცხვირზე, აიფარეთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი;

▪გამოყენებული ხელსახოცი დაუყოვნებლივ გადააგდეთ სანაგვე ყუთში და მაშინვე დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი ხსნარით, ან თუ შესაძლებელია, დაიბანეთ საპნით.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,337,851 ნახვა
%d bloggers like this: