Advertisements

Microsoft-მა განაცხადა, რომ აღარ მიყიდის პოლიციას სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს

IBM и Amazon-ის კვალდაკვალ, ამერიკულმა კორპორაცია „მაიკროსოფთმა“, განაცხადა, რომ პოლიციას აღარ მიყიდის სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს, „სანამ ქვეყანაში არ მოხდება ფედერალური კანონის რეგულირება, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს“,-ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა ბრედ სმიტმა განაცხადა.

Nusagi

„ჩვენ აღარ მივყიდით გამოძიებისთვის საჭირო ტექნოლოგიებს აშშ-ს პოლიციის სამმართველოებს, სანამ ქვეყანაში არ დარეგულირდება ფედერალური კანონი, რომელიც ადამიანის უფლებებს ეფუძნება“,-აღნიშნა კომპანიის პრეზიდენტმა. 

მანამდე, „ამაზონმა“ ერთი წლით აუკრძალა პოლიციის დეპარტამენტებს Rekognition-ის ტექნოლოგიების გამოყენება, რომელსაც სხვა თვისებებთან ერთად, სახის ამოცნობა შეუძლია. კორპორაციაში განაცხადეს, რომ „ხელისუფლებამ უფრო მკაცრი ნორმები უნდა დააწესოს ამ ტექნოლოგიის ეთიკურად გამოყენებისთვის“.

ასევე, ივნისის დასაწყისში IBM-მა უარი განაცხადა მოეხდინა პროგრამული მხარდაჭერა სახის ამომცნობებისა და ნებისმიერი სხვა ტექნოლოგიებისთვის, რომელიც გამოიყენება „მასობრივი დაკვირვების, რასობრივი პროფილირების და ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევისთვის“.

აღნიშნული გადაწყვეტილებები კომპანიების ხელმძღვანელებმა რასიზმის წინააღმდეგ აგორებული საპროტესტო აქციების ფონზე მიიღეს. პროტესტის ტალღა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოყვა. პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი მას 9 წუთის განმავლობაში მუხლით კისერზე დაჭერით აკავებდა, რის შემდეგაც შავკანიანი მამაკაცი დაიღუპა. 

ტექნოლოგიები, რომლებიც სამართალდამცველებს გამოძიების დროს ეხმარება, ხშირად გამხდარა ორმხრივი კრიტიკის საგანი. სამართალდამცველები ამბობენ, რომ ხშირად ის შეცდომით ახდენს სახის ამოცნობას, უფლებადამცველები კი, შიშობენ, რომ ეს ადამიანებზე თვალთვალის საშუალებაა. 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული