Embawood-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

Nusagi

Embawood-ის გორის ფილიალის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. დაავადებათა კონტროლის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელის, ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების წყარო უცნობია.

8 ადამიანი, რომელთა შორის უმეტესობა Embawood-ის თანამშრომელია, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. ნიმუშების პასუხს ელოდებიან ინფიცირებული ქალის შვილისგანაც, რომელიც ერთ-ერთ საფინანსო ორგანიზაციაში მუშაობს, თუმცა შვილის კონტაქტები თითქმის არაა, რადგან ის დისტანციურად მუშაობდა.

კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა კასპშიც, წყარო ცნობილია და რესპუბლიკურის მედდის კონტაქტია. 5 ადამიანი თვითიზოლაციაშია იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსი 837 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 697 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: