თალაკვაძე: არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების წესზე ვმუშაობთ

Nusagi

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში 2020 წლის საპარლამენტო არჩვნების უსაფრთხოდ ჩატარების წესზე მუშაობა მიმდინარეობს. საკითხთან დაკავშირებით მომდევნო 10 დღის განმავლობაში ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.

ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ 2 მილიონზე მეტი ადამიანი 1 დღეში დაახლოებით 3000 უბანზე იყრის თავს, მნიშვნელოვანია აქ ეპიდუსაფრთხოების ღონისძიებების დაცვა იმ დოზით, რომ არ მოხდეს საარჩევნო უფლების რამენაირი შეზღუდვა – ეს არის პირბადეების გამოყენება, ზედაპირების დამუშავება საარჩევნო უბანზე, რასთანაც ადამიანებს აქვთ შემხებლობა და ეს არის სხვა რეკომენდაციები, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობთ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

Facebook Comments
%d bloggers like this: