კურტ ვოლკერი კონგრესმენების წერილზე: ივანიშვილი დამოუკიდებლად მოქმედებს, ხოლო მედვედჩუკი კი ძალიან დაკავშირებულია პუტინთან – მათი ერთად დაყენება არასწორია

Nusagi

უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელის, კურტ ვოლკერის განცხადებით ერთად დაყენება არასწორია.

კურტ ვოლკერი აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის დოკუმენტს გამოეხმაურა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირეებად არიან მოხსენიებულნი.

„ეს ორი სხვადასხვა ადამიანია, სხვადასხვა წარსულითა და კავშირებით. ვფიქრობ, მათი ერთად დაყენება ამგვარ ჭრილში არასწორია. ვფიქრობ, ივანიშვილი ძალიან დამოუკიდებლად მოქმედებს, ხოლო მედვედჩუკი კი ძალიან დაკავშირებულია პუტინთან. ამგვარად, არ ვფიქრობ, რომ მათი ერთად დაყენება შეიძლება“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა გადაცემა Пограничная ZONA-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

კურტ ვოლკერმა ასევე აღნიშნა, რომ რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის დოკუმენტში საკითხის შესწავლის სიღრმის ნაკლებობაა. თუმცა, მისი თქმით, ეს „რესპუბლიკელი“ კონგრესმენების პოზიციას ასახავს და ამ თვალსაზრისით ანგარიში საყურადღებოა.

Facebook Comments
%d bloggers like this: