რუსეთში პაციენტმა ფსიქიატრიული საავადმყოფო დაწვა

Nusagi

სანკტ-პეტერბურგის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტმა ხანძარი გააჩინა,-ინფორმაციას ქალაქის პროკურატურა ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძარი ბეხტერიოვის სახელობის საავადმყოფოში ადგილობრივი დროით, 14:20 სთ-ზე გაჩნდა. პროკურატურის ინფორმაციით, ცეცხლი 24 წლის პაციენტმა გააჩინა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. 

Facebook Comments
%d bloggers like this: