მოგზაურობა

Vagabond-ი: 2020 წელს საქართველომ დაამტკიცა, რომ არაჩვეულებრივ ტურისტულ მიმართულებასთან ერთად უსაფრთხოცაა

Nusagi

ბულგარეთის უმსხვილესი ინგლისურენოვანი სამოგზაურო ჟურნალი Vagabond საქართველოს როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების შესახებ წერს. 

საქართველოს შესახებ Vagabond-ის სტატია ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მომზადდა. „2020 წელს მოგზაურობის წყურვილის დასაკმაყოფილებლად ეწვიეთ საოცარ ქვეყანას, რომელიც მიმდინარე პანდემიას გადაურჩა“, – წერს Vagabond-ის ჟურნალისტი და საქართველოში Covid-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიღებულ პრევენციულ ზომებს დეტალურად აღწერს.

„2020 წელს საქართველომ დაამტკიცა, რომ არაჩვეულებრივ ტურისტულ მიმართულებასთან ერთად უსაფრთხოც არის. სანამ ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებები Covid-19-ის გავრცელების შეკავებას ცდილობდნენ, საქართველომ სწრაფად იმოქმედა და უკვე იანვარში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად სპეციალური ზომები მიიღო. შედეგად ქვეყანაში Covid-19-ის ინფიცირების საგრძნობლად მცირე შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ტურიზმის ინდუსტრიას. დაინერგა უსაფრთხოების აუცილებელი ინსტრუქციები. პანდემიის დროს 84 სასტუმროში 22 ათასზე მეტმა ადამიანმა 2 კვირიანი კარანტინი გაიარა. შედეგად დაგროვდა უმნიშვნელოვანესი გამოცდილება, თუ როგორ უნდა იმუშაო ეფექტურად და უსაფრთხოდ ასეთ სიტუაციაში. ტურიზმის ინდუსტრიისთვის სპეციალური ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი მომზადდა.

ამ ყველაფრის შედეგად საქართველო მზად არის 1 ივლისიდან საზღვრები გახსნას. Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მკაცრი პროტოკოლები მომზადდა, რაც მოიცავს: სკრინინგს, დეზინფექციას და სპეციალურ ზომებს რესტორნებში, ტრანსპორტსა და სასტუმროებში“, -წერს Vagabond-ის ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ საქართველოში სპეციალური მწვანე ზონები შეიქმნა, სადაც ტურისტებს უსაფრთხო, იზოლირებულ გარემოში შეუძლიათ დროის გატარება.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,337,718 ნახვა
%d bloggers like this: