გიორგი კახიანი: თეორიულად, თუ არჩევნები შეიძლება გახდეს ვირუსის გავრცელების საფუძველი, ბუნებრივია, ეს ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას

Nusagi

თეორიულად, თუ არჩევნები შეიძლება გახდეს ვირუსის გავრცელების საფუძველი, ბუნებრივია, ეს ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას, ამის შესახებ „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე არის შესაძლებელი, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს, ასეთ პირობებში კი არჩევნების ჩატარება კონსტიტუციით არ შეიძლება.

მისი მიხედვით კი, არჩევნები ტარდება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან არაუადრეს 45 და არაუგვიანეს 60 დღისა, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებმა შეიძლება გადაიწიოს დეკემბრისთვის, ან თუნდაც იანვრისთვის.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, დღეს, ობიექტური საფუძველი იმისა, რომ არჩევნები შეიძლება გადაიდოს, არ არსებობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით კი, „პანდემიის მხრივ, ჯერჯერობით არ ჩანს იმის ნიშნები, რომ არჩევნები გადაიდოს.

ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა,  რომ თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე, 31 ოქტომბრამდე პერიოდს, არჩევნები შეიძლება დეკემბერში გაიმართოს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: