გუშინ კორონავირუსით გარდაიცვალა ჩემი მეგობრის მამა, უმაგრესი და ძალიან ჯანმრთელი ადამიანი

Nusagi

ფეისბუქმომხმარებელი ნატო ანთია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ გუშინ, კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი მისი მეგობრის მამა იყო, რომელსაც არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონია.

„ყველა იმ ადამიანის საყურადღებოდ ჩემს მეგობრებში, ვისაც არ გჯერათ, რომ კორონა არსებობს ან გჯერათ, რომ ეს თქვენ არ დაგემართებათ, ან თუ დაგემართებათ, იოლად გადაიტანთ.

გუშინ გარდაიცვალა ჩემი მეგობრის მამა, უმაგრესი და ძალიან ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც 2 თვეზე მეტი ებრძოდა ამ ვერაგ ვირუსს. მას არ ჰქონდა არანაირი ქრონიკული დაავადება და სწორედ ამ ვირუსმა გაანადგურა მისი ორგანიზმი, რამაც სამწუხაროდ სიკვდილი გამოიწვია. არავინ ვიცით, ჩვენზე რა გავლენა ექნება. ამიტომ არ გვინდა ეს კაფე-ბარებში სიარული, სახალხო პიკნიკები და სახლის წვეულებები, საპროტესტო ვაი-ვიშვიში- როგორ გვატყუებენ და გამოგვკეტეს. ეს ვირუსი არსებობს და დაიჯერეთ, სანამ თქვენ ან თქვენი ახლობლები იგივე ბედს გაიზიარებთ. მოვუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს“,-წერს ნატო ანთია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments
%d bloggers like this: