ეს არის შიშის ტიპური სინდრომი, როცა არ იციან, ახალი რა მოიგონონ, მინდა ვუთხრა, რომ ნებისმიერ დროს, დამარცხდებიან

Nusagi

ეს არის შიშის ტიპური სინდრომი, როცა არ იციან, ახალი რა მოიგონონ , – ასე აფასებს „ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საქართველოში არჩევნების შესაძლო გადადების თაობაზე “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არ აქვს მნიშვნელობა ოქტომბერი იქნება, თუ დეკემბერი, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ მმართველობას ჩამოშორდება.

“ეს არის შიშის ტიპური სინდრომი, როცა არ იციან, ახალი რა მოიგონონ. მათ მინდა ვუთხრა, რომ ნებისმიერ დროს, ნოემბერი იქნება ეს, ოქტომბერი თუ დეკემბერი, ისინი დამარცხდებიან და ამ ქვეყანაში პოლიტიკურ მმართველობას ჩამოშორდებიან“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის  განცხადებით, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იქნება, შესაძლოა, არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.

“თუ კორონავირუსის მეორე ტალღა არჩევნებამდე პერიოდს დაემთხვა, ამ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუმცა ამაშიც არ არის არაფერი ტრაგიკული. ბუნებრივია, თუ ეს მოხდა ოქტომბერში და თუ იქნება აუცილებელი, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები და ჩატარდება პირობითად, დეკემბერში”,- განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: