“კარგად ვხედავ რა უბედურება ტრიალებს ჩვენთან – ყველა ტელევიზიაში!”

Nusagi

“რთული დრო უდგას ჟურნალისტიკას საქართველოში… პრინციპში, ადვილი და გადასარევი არც არასდროს ედგა – რაც არ უნდა გაოცდეთ ყველაზე თავისუფალი შევარდნაძის დროს და თანაც მანამდე იყო, სანამ მოქკავშირის ახალგაზრდული, ზურა ჟვანიას ფრთა საბოლოოდ და სრულად დაიქვემდებარებდა! ამის შემდეგ მხოლოდ კუნძულები დარჩა აქა-იქ თავისუფლების…

მართლაც გამორჩეულმა, ინტელექტუალმა და ამავე დროს, ტაქტის მქონე ჟურნალისტებმა დატოვეს თავიანთი ტელევიზია და არის ერთი ამბავი- სად გადავლენ. სად უნდა გადავიდნენ? რომელი ტელევიზიაა თავისუფალი და არა მიკუთვნებული პოლიტიკურ მიმდინარეობას? სად აშუქებენ პირუთვნელად და ობიექტურად ქვეყანაში პოლიტიკურ საკითხებს? ან არაპოლიტიკურსაც კი არის სადმე, სადაც არ აძლევენ პოლიტიკურ მიზანშეწონილობას??
ამიტომაც მათი მისია შეუსრულებელია! ან პროხელისუფლებრივ ტელევიზიებს უნდა მიაშურონ, სადაც ასევე გამოირიცხა განსხვავებული აზრი, ან ოპოზიციურებს- სადაც გაჭაჭანებაც კი არაა ობიექტივიზმის! რა თქმა უნდა, კარგია როცა მედიის თვალს არ რჩება ხელისუფლის ნებისმიერი გადაცდომა. კარგია კი არა, ჰაერივით აუცილებელია! მაგრამ როცა ტელევიზია პოლიტიკური მიზანშეწონილების გამო ტყუილების, დაბრალებების მეთოდებს იყენებს და მხოლოდ ერთი მიმართულებით იხედება- ის შიგადაშიგ სიმართლეც იკარგება და აღარ ენდობი…

ძალიან ცუდადაა საქმე… რა ვიცი, შეიძლება მთელ მსოფლიოში ასეა და ობიექტურობა სანატრელია ჟურნალისტიკაში- მე ცუდად ვიცი მათ შესახებ; სამაგიეროდ, კარგად ვხედავ რა უბედურება ტრიალებს ჩვენთან… თანაც ყველა ტელევიზიაში!” – წერს ფეისბუქზე ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია.

Facebook Comments
%d bloggers like this: