Advertisements

ლიბერალურმა მიდგომებმა აშშ-ში ბევრი უფლება გარყვნა და ნამდვილი უფლებების ნაცვლად, ბევრი ცრუუფლება შემოვიდა

დღევანდელ ამერიკელებს არანაირი წვლილი არ მიუძღვით იმაში, რომ ოდესღაც მათ ქვეყანაში შავკანიან ადამიანებს ჩაგრავდნენ,-ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ალტ-ინფოსთან“ საუბრისას განაცხადა.

Nusagi

მისი თქმით, ლიბერალურმა მიდგომებმა ამერიკაში ძალიან ბევრი უფლება გარყვნა და ნამდვილი უფლებების ნაცვლად ბევრი ცრუ უფლება შემოვიდა,

„იმის გამო, რომ აშშ-ში საუკუნის წინ შავკანიანებს ჩაგრავდნენ, დღეს პრივილეგიების მოთხოვნა იგივეა, ფემინისტები და მსგავსი კატეგორიის ხალხი რომ ითხოვენ პრივილეგიებს, იმის გამო, რომ ოდესღაც ჩვენ, კაცები ცუდად ვექცეოდით, ასეთი ამბავია. 

ამერიკაში კრიმინალების პროცენტული რაოდენობა შავკანიანებში მეტია, ვიდრე თეთრკანიანებში. მაგრამ ეს ხომ იმის გამო არაა, რომ ის შავკანიანია. აქ მილიონი მიზეზი შეიძლება იყოს, ოჯახი, აღზრდის წესი და სხვ. 

შესაძლოა, ვიღაც მართლა იყოს რასისტი, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, ამერიკის მთავრობა, სახელმწიფო, პოლიტიკა ახალისებს თუ არა რასიზმს. არის თუ არა დღეს ისეთივე მდგომარეობა, რაც იყო საუკუნის დასაწყისში, მაგალითად, ავტობუსში რომ არ უშვებდნენ შავკანიანებს? თუ დღეს უფლებრივი თანასწორობა მიღწეულია, აბსურდია, დავაბრალოთ წარმატებულ ადამიანს, რომ თეთრი კანის გამო არის წარმატებული და არა ნიჭის გამო. აქ რასიზმის ძიება არასწორია. ამერიკას ჰყავდა შავკანიანი პრეზიდენტი და ჩემთვის არ არის დამაჯერებელი, როდესაც ამბობენ, რომ ამ ქვეყანაში ადამიანს კანის ფერის გამო ჩაგრავენ.

შეიძლება არსებობდნენ ცუდი ადამიანები, ვინც ვიღაცას კანის ფერის გამო ჩაგრავს, გამონაკლისი ყველგანაა, მაგრამ არსებობს ამერიკული მართლმსაჯულების სისტემა“

ლიბერალურმა მიდგომებმა ამერიკაში ძალიან ბევრი უფლება გარყვნა და ნამდვილი უფლებების ნაცვლად ბევრი ცრუ უფლება შემოვიდა“,-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, საყოველთაო დემოკრატიის პირობებში ადგილი ჩნდება პოპულიზმისთვის.

„ როდესაც გინდა, ადამიანების ხმები მოიპოვო, ჩნდება სოციალისტური ლოზუნგებიც, რაც მაგალითად იყო „ობამა ქეარი“. კლასიკური ლიბერალური ღირებულებები დღეს ნელ-ნელა ირყვნება, ამერიკა გამონაკლისი არ არის, ის ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა და შეძლო აერჩია ადამიანი, რომელიც გასულია პოლიტიკური მეინსტრიმიდან, დღეს ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის გარდა, ევროპის ქვეყნები სწორედ ამ სოუსში იხარშება. ამ ქვეყნებში ბევრი სხვადასხვა „ჩაგრული“ ჯგუფი არსებობს, რომელბიც ჩემი აზრით, საერთოდ არ არიან ჩაგრულები. ვიღაცამ ადამიანთა ჯგუფი მიაკუთვნა ჩაგრულებს და მათი დაცვის მოტივით იწყებს სხვადასხვა კამპანიას. სიღრმეში რომ ჩავიდეთ, ამის შინაარსი მიგვიყვანს მარქსამდე.“,-აცხადებს ხვიჩია. 

მისი თქმით, დღეს რაც აშშ-ში ხდება, არის ძარცვა და არა თავისუფლებისთვის ბრძოლა. 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული