Advertisements

დონალდ ტრამპის დაბადების დღესთან დაკავშირებით რამდენიმე შტატში ნავების აღლუმი მოეწყო

დღეს აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 74 წელი შეუსრულდა. პრეზიდენტის პატივსაცემად ქვეყნის მასშტაბით, ნავებით მსვლელობები ე.წ. „ტრამპტილა“ ეწყობა.

Nusagi

სამხრეთ კაროლინას შტატში, ჰარტველის ტბაზე ასობით ნავი მონაწილეობდა ღონისძიებაში. ნავებით მსვლელობა მოეწყო მიჩიგანშიც.

ტრამპის მხარდამჭერებმა, აღნიშნული ღონისძიებით გადაწყვიტეს მის მიმართ კეთილგანწყობის გამოხატვა.

მონტანაში კი „რესპუბლიკელებმა“ ავტომობილებით მოაწყეს მსვლელობა.

ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, რომ კორონავირუსის გამო, ხალხმრავალ მიტინგს ერიდებიან და ამ გზით გამოხატავენ თავიანთი პრეზიდენტის მხარდაჭერას.

აქციის მონაწილეებს დონალდ ტრამპი „თვითერზე“ გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა , „არასდროს გაგაწბილებთ“,-დაწერა პრეზიდენტმა.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed