გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას რამზან კადიროვის დაკვეთით გეგმავდნენ — გვარამია

Nusagi

“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგეგმებოდა ტელევიზიის ერთ-ერთი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მკვლელობა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, საკითხის გამოძიება და გასაჯაროება არის, ცივილიზებული სამყაროს ინტერესი. მან მოუწოდა, ქვეყნის სპეცსამსახურებს მაქსიმალურად მოკლე დროში, მაქსიმალურად გაასაჯაროვონ ინფორმაცია.

“ამ ტელევიზიამ ყველა მტერი ყველა ჯერზე დაამარცხა საჯაროობით და გამჭვირვალობით. მოვუწოდებთ ჩვენს სპეცსამსახურებს და ასევე, უკრაინულ სპეცსამსახურებსაც მაქსიმალური მოცულობის ინფორმაცია, მაქსიმალურად მოკლე დროში, მაქსიმალურად გაასაჯაროვონ. ამაშია არა ჩვენი ტელევიზიის ან პირადად, კონკრეტული ადამიანის, გიორგი გაბუნიას ინტერესი და არც ამ ქვეყნის მხოლოდ. ამაშია ცივილიზებული სამყაროს ინტერესი დღეს. იმიტომ, რომ დღეს გიორგი გაბუნიას დაკვეთილ მკვლელობაზე გაიარა ხაზმა ცივილიზებულ სამყაროსა და ბნელეთს შორის. გიორგი გაბუნიას ერგო ეს პატივი, თუმცა, ასევე ერგო უზარმაზარი საფრთხე და ეს მისი არჩევანია, რომელსაც მე პატივს ვცემ და მართალი გითხრათ, რომლითაც მე აღფრთოვანებული ვარ. კვლავ ნებისმიერი ზიანი, რომელიც მიადგება ამ ტელევიზიის, ამ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური არხის და დემოკრატიის მთავარი მამოძრავებლის ნებისმიერ თანამშრომელს, სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი, საქართველოს დღევანდელი მოკავშირე რუსეთის მხრიდან, თუ სხვა რომელიმე ძალადობრივი რეჟიმის მხრდიან”, – განაცხადა გვარამიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: