გუშინ იყო 703, ხოლო დღეს 704 პირია გამოჯანმრთელებული

Nusagi

864 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 15 და გახდა – 879, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გამოჯანმრთელებული მხოლოდ 1 პაციენტია და გუშინ იყო 703, ხოლო დღეს 704 პირია გამოჯანმრთელებული.

„ამ ეტაპზე ამ მონაცემების შეჯერებით კოვიდ ცენტრებში 161 პაციენტი მკურნალობს“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი დაინფიცირდა, 1 კი გამოჯანმრთელდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: