ენტონი ფაუჩი: ვიმედოვნებ, რომ ნორმალურ ცხოვრებას დაახლოებით ერთ წელიწადში დავუბრუნდებით

Nusagi

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. რომ მომდევნო თვეებში კორონავირუსის ინფექციის ახალი ტალღებია მოსალოდნელი, ხოლო ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნება კი გაისად იქნება შესაძლებელი.

ბრიტანული გამოცემა Telegraph-სთვის მიცემულ ინტერვიუში ენტონი ფაუჩიმ შეშფოთება გამოთქვა აშშ-ში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, რაც მისი თქმით, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების ახალ წყაროდ შეიძლება იქცეს.

„ვიმედოვნებ, რომ რაღაც დონით ნორმალურ ცხოვრებას სადღაც ერთ წელიწადში დავუბრუნდებით. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ეს ამ შემოდგომას ან ზამთარში მოხდება“, – განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა.

ენტონი ფაუჩიმ ასევე აღნიშნა, რომ შტატების გახსნასთან ერთად ინფექციის გავრცელების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.

„ჩვენ შევძელით ვირუსის გავრცელების ჩახშობა იქ, სადაც ეპიდემიის აფეთქებას ჰქონდა ადგილი. თუმცა, ვხედავთ, რომ რამდენიმე შტატში ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების პროცესს თან ახლავს ინფექციის გავრცელების უფრო დიდი მაჩვენებლები, ვიდრე ეს აქამდე იყო“, – დასძინა ენტონი ფაუჩიმ.

Facebook Comments
%d bloggers like this: