კორონავირუსზე ფეიკების გავრცელების გამო, რუსეთში 33 საქმე აღიძრა

Nusagi

რუსეთში აპრილიდან დღემდე 33 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა კორონავირუსზე ფეიკ ინფორმაციების გავრცელების გამო. ამის შესახებ RTVI საერთაშორისო სამართალდამცველთა ჯგუფის „აგორას“ წარმომადგენელეზე დაყრდნობით იუწყება. 

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რუსეთში, კორონავირუსის გავრცელებიდან 3 თვის განმავლობაში, პოლიციამ 157 ადმინისტრაციული პროტოკოლი შეადგინა ცრუ შეტყობინებებზე. 46 შემთხვევაში სასამართლომ აღიარა, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, 20 -ზე საქმე შეწყდა. სულ ადმინისტრაციული ჯარიმის სახით, ამოღებულია 1,1, მილიონი რუსული რუბლი.

„აგორაში“ აღნიშნავენ, რომ ძირითადად, საქმეები ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ არის აღძრული. კერძოდ, პირველი სისიხლის სამართლის საქმე ფეიკნიუსის გავრცელებისთვის, პროფესიული კავშირის „ექიმთა ალიანსის“ აქტივიტის, ანა შუშლანოვას წინააღმდეგ აღიძრა. 

ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ბრალი წაუყენეს პროექტ „პოლიციის ომბუდსმენის“ დამფუძნებელს, ვლადიმერ ვორონცოვს, ასევე მოძრაობა „მჯდომარე რუსეთს“.

მაისის ბოლოს, სახალინზე პირველად გამოუტანეს განაჩენი კორონავირუსზე ფეიკის გამავრცელებელს. ის ბანგკოკი-სამხრეთ სახალინის რეისის მგზავრი იყო, რომელმაც ვიდეო გადაიღო და განაცხადა, რომ მგზავრებს დამცავი საშუალებები მხოლოდ რუსეთში ჩაფრენისას დაურიგეს. თუმცა, როგორც გაირკვა, ეს სიცრუე იყო და თვითმფრინავში პირბადეები ტაილანდშივე დაარიგეს.

რუსეთში ფეიკნიუსების აკრძალვაზე კანონი 2019 წლის მაისის ბოლოს შევიდა ძალაში. ჯარიმა 1,5 მილიონ რუბლამდე შეიძლება გაიზარდოს. 2020 წლის მარტში რუსეთის პარლამენტმა კოდექსში ცვლილება შეიტანა , რომელიც კორონავირუსზე ფეიკის გავრცელებაზე სასჯელს გულისხმობს. 

Facebook Comments
%d bloggers like this: