ლევან ნიკოლეიᲨვილი – ფეიკნიუსების მამამთავრების აღშფოთების მიზეზი ვერ გავიგე – შესაძლოა ფატალური შედეგი, რომ არ დადგა

Nusagi

ფეიკნიუსების მამამთავრები აღშფოთებულები არიან, ოღონდ რაზე ვერ გავიგე – შესაძლოა ფატალური შედეგი, რომ არ დადგა,-ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ინფორმაციას გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის აღკვეთის შესახებ.

მისი თქმით, როცა სახელმწიფოში დანაშაულის პრევენცია და აღკვეთა ხდება, როგორც წესი ნორმალური ადამიანები სამართალდამცავ ორგანოებს და მათ წარმომადგენლებს მადლობას უხდიან.


„გვარამია და ძმანი მისნი, მოდელირებული ტელეგადაცემების ორგანიზატორები, ლაფანყურისა თუ სხვა სპექტაკლების ავტორები, ფეიკნიუსების მამთავრები აღშფოთებულები არიან, ოღონდ რაზე ვერ გავიგე – აღშფოთების მიზეზი ვერ გავიგე, შესაძლოა ფატალური შედეგი, რომ არ დადგა, ეს არის აღშფოთების მიზეზი, სკანდალი არ შედგა, ნამდვილად ამან გაგიჟა ეს ხალხი ! თუ იმან გაამწარა მავნებლები, რომ ხელისუფლებამ და სახელმწიფომ კვლავ კარგად იმუშავა, დამნაშავე დაკავებულია. რა ქნან ახლა მავნებლებმა, ბოდიშის მოხდა მათ არ იციან და მადლობა კიდევ საძულველი ქვეყნის ხელისუფლებას როგორ მოუხადან? არა უშავს, თქვენგან მიჩვეულები ვართ ასეთ ქმედებებს, ამიტომ ჩვენ ვუხდით მადლობას იმ პროფესიონალებს, სამართლდამცავი სტრუქტურების„,-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: