ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე რესპუბლიკელი კონგრესმენის, დონ ბეიკონის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის ის ნაწილი, სადაც ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მოკავშირეთაა ნახსენები, მას არ დაუწერია.
„ყოჩაღ კონგრესმენებს, მასე თუ წერთ ანგარიშებს, რომ არ კითხულობთ ვინ რას გიწერთ და ისე წარუდგენთ კონგრესს?!
მასე აპირებთ ჩინეთის და რუსეთის წინააღმდეგ?
ვიღაც ექსპერტები დაუქირავებიათ და იმათ დაუწერიათ ივანიშვილი პუტინის მოკავშირეაო.
საინტერესოა, ქართველი ექსპერტებია თუ უცხოელები.
რომ უჩივლოს ივანიშვილმა იმ ექსპერტებს, სად მიდიან, რა არგუმენტებს წარადგენენ?
რა ყველა გაფეიკმეიკერდა?!
კონგრესმენი ბეიკონი ამბობს ჩვენ და საქართველო ძმები ვართო და ძმობა გვინდაო“ – წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში და ამერიკელ კონგრესმენთან „სტარვიზიის“ თოქშოუ Пограничная ZONA-ს ინტერვიუს აქვეყნებს.