„არ წახვიდეთ თეატრში, თეატრში არ წახვიდეთ“ – მსახიობი გიორგი ნაკაშიძე მიმართვას ავრცელებს

Nusagi

კინომსახიობთა თეატრის მსახიობი გიორგი ნაკაშიძე თეატრებისთვის დაწესებულ რეგულაციებს ეხმიანება და მას აბსურდულს უწოდებს:

“ხალხო, ასეთი აბსურდი რეგულაცია – ალბათ ეს ისტორიაში შესატანი უმეცრებაა, ვერ ვიჯერებ რომ ეს მართალია, რამე ყვითელი სისულელე ხომ არაა.

მე მსახიობი – თეატრში მართლა დაბადებული და გაზრდილი ვარ, ჩათვალეთ ჩემი გული მართლა თეატრით ფეთქავს. არ წახვიდეთ თეატრში, ეს აკრძალვა თუ მართლა ასეთი სულელურია, თეატრში არ წახვიდეთ.

თუნდაც თქვენ მასკები გეკეთოთ, სამი საათი მსახიობები სცენაზე ერთმანეთს ხან ეხუტებიან, ხან გახსნილი კონფლიქტი აქვთ, არ ვიცი, ემოციების დროს მართლა ჰაერწვეთოვანი გზით გადადების ნათელი მაგალითია…

თქვენც დიდად არც მგონია დაცულები იყოთ, მაგრამ შეიძლება მართლა მსახიობების ძალიან რეალურად საშიშ, რომელიმე მსახიობის სიკვდილის დასაწყისს უყუროთ, არა, არ მოხვიდეთ, მაპატიეთ! ეს უფრო დევიდ ლინჩის ფილმის ერთ-ერთ ნაწყვეტს ჰგავს, როდესაც ვკითხულობდი ვხედავდი ამ სცენას, მუსიკაც არ სჭირდება იმდენად შემზარავი ატმოსფეროა.

ვის ტვინში დაიბადა?! ეხლა მივხვდი, რომ მინისტრი ვინ არის ისიც არ ვიცი. ესეც საშინელებათა ფილმის ნაწყვეტია, მსახიობს ალცგეიმერი ეწყება და მინისტრი ვინაა კულტურის ავიწყდება, გაფიცებთ, მართლა გამახსენდთ ვინ არის?

მოკლედ, რეალობის გარდა, ყველა ცენტრი გამიღვიძა! მართალი გითხრათ ვერ ვიგონებ სხვა ვერსიას, აბა, როგორ, მაგრამ ასე არა!” – წერს გიორგი ნაკაშიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments
%d bloggers like this: