“ვუერთდები ნიკას და მოვუწოდებ შესაბამის სტრუქტურებს: შემეშინდა! ხელისუფლება ხვალ დილით უნდა დაეწყოს, გამოვიდეს და ადექვატური განცხადებები გააკეთოს” – გრიგოლია გაბუნიას მკვლელობის შესაძლო დაგეგმაზე

Nusagi

“ვუერთდები ნიკას და მოვუწოდებ შესაბამის სტრუქტურებს: გაასაჯაროვეთ ინფორმაცია. იმიტომ, რომ აქ საუბარი არის იმაზე, რომ სავარაუდოდ ჟურნალისტის შეკვეთით მკვლელობა იყო დაგეგმილი. ეს ადამიანი შემოსული იყო ამ მიზნით ცენს ქვეყანაში. ეს არ არის რიგითი კრიმინალური ამბავი. ეს არის ძალიან მძიმე ამბავი და ჩვენ ყველამ ერთად მთელმა მედიამ უნდა მოვუწოდოთ შესაბამის სტრუქტურებს, რომ მოაწოდონ დეტალური ინფორმაცია ეხებოდა თუ არა ეს ყველაფერი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას. შემეშინდა! ადამიანის მკვლელობაზეა ლაპარაკი. ხელისუფლება ხვალ დილით უნდა დაეწყოს, გამოვიდეს და ადექვატური განცხადებები გააკეთოს.”

ამის შესახებ გრიგოლიამ “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, დაკავებული ჩეჩენის მიერ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო დაგეგმასთან დაკავშირებით.

ფაქტს, გიორგი გაბუნიაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ის, რომ მას უთვალთვალებდნენ დაცვამ სეამჩნია. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა – ინფორმაციას ამის შესახებ, “ფორმულამ” გაავრცელა. 

მათივე ცნობით, დაკავებული პირი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. 

სუს-მა, დაკავებული ეთნიკური ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება. 

Facebook Comments
%d bloggers like this: