ზელენსკი: დიახ, ჩვენ დავიღალეთ პანდემიასთან ბრძოლაში, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ

Nusagi

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის  პანდემიასთან ბრძოლაში დაიღალა, მაგრამ დანებებას არ აპირებს.

“თქვენ ხშირად წერთ, რომ ჩვენ დაღლილები ვართ. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ნამდვილად დაღლილები ვართ, მაგრამ არა გატეხილები. ჩვენი ბრძოლა კორონავირუსთან, გრძელდება”,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

სახელმწიფოს მეთაურნა ის ზომები დაასახელა, რასაც უკრაინა კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მიმართავს. კერძოდ, ქვეყანამ ჩინეთსა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში სამედიცინო საშუალებების ჩამოსატანმად თვითმფრინავები გაგზავნა. უკრაინა ასევე ზრდის სამედიცინო ნიღბებისა და ეკიპირების საკუთარ წარმოებას.

”ჩვენ ყველაფერს აუცილებლად გადალახავთ. მე ველოდები იმ დღეს, როდესაც ჩემი მიმართვა კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ ერთი წინადადებით შემოიფარგლება: “უკრაინაში ინფიცირებული და გარდაცვლილი აღარ გვყავს ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინაში ამ დროისთვის კორონავირუსის 2 777 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 83 ადამიანი.

Facebook Comments
%d bloggers like this: