Advertisements

ბურუნდის 55 წლის პრეზიდენტი სავარაუდოდ, covid-19-ის გართულებით გარდაიცვალა

ბურუნდის პრეზიდენტი პიერ ნკურუნზიზა უეცრად გარდაიცვალა, ვარაუდობენ, რომ მიზეზი Covid-19 -ის გართულება იყო. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

Nusagi

მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში სიკვდილის მიზეზად გულის შეტევა სახელდება. 55 წლის პრეზიდენტს პოსტი აგვისტოში უნდა დაეტოვებინა, რადგან მაისში ჩატარებული არჩევნებით, ის კონკურენტმა დაამარცხა.

უცნობია, ზუსტად როდის დაიღუპა პოლიტიკოსი. მთავრობა აცხადებს, რომ პრეზიდენტი, რომელიც სპორტით იყო გატაცებული, შაბათს ხელბურთის მატჩს დაესწრო, მაგრამ იმ ღამით ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

კვირას ყოფილი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, , მაგრამ „ გასაკვირია,“ რომ 8 ივნისს კვლავ დამძიმდა. განცხადებაში პრეზიდენტის სიკვდილი შეფასებულია როგორც „უეცარი“, მთავრობა მოსახლეობას სთხოვს, სიმშვიდე შეინარჩუნონ. ქვეყანაში 7 -დღიანი გლოვა გამოცხადდა.

 ნკუტუნზიზამ პატარა და ღატაკ აფრიკულ ქვეყანაში კარანტინის გამოცხადება არ ჩათვალა საჭიროდ და სპორტული შეჯიბრი და მასობრივი თავყრილობები არ აკრძალა. 

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად კორონავირუსი იმის გამო სახელდება, რომ 10 დღის წინ პრეზიდენტის მეუღლე კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ, საავადმყოფოში მოათავსეს. ბურუნდის ხელისუფლებას ადანაშაულებენ კორონავირუსის პანდემიის საშიშროების განზრახ დაკნინებაში, რამაც აფრიკის კონტინენტზე 197 000 ადამიანის ინფიცირება და 5 000 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. 

Facebook Comments
Advertisements

You may have missed