გაბუნიას საქმის გამოძიებაში დახმარება ამერიკელებსა და ევროპელებს უნდა ვთხოვოთ-ლაშა ტუღუში

Nusagi

ლაშა ტუღუში ჟურნალისტის დაგეგმილ ლიკვიდაციას აღმაშოთებელს უწოდებს და ამბობს, რომ ფაქტს რამდენიმე ვითარება განსაკუთრებით ამძიმებს.

ტუღუშის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია გამოძიების გამჭვირვალობა და ის, რომ სახელმწიფომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

“ეს არის აღმაშფოთებლი ფაქტი, როდესაც ადამიანის ლიკვიდაციას გეგმავს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ აქ რამდენიმე მომენტია, რომელიც ძალიან ამძიმებს ამ სიტუაციას. პირველი ის, რომ საქმე გვაქვს სხვა ქვეყნის წარმომადგენელთან, თან ის არის ოკუპანტი ქვეყნიდან. მკვლელობის შეკვეთა დაკავშირებულია პოლიტიკასთან. სწორედ ეს ამძიმებს კიდევ უფრო მეტად ვითარებას. ჩემთვის ეს არის გაგრძელება იმ ოკუპაციის, იმ სისხლისღვრის, რომელიც ჩვენ ვიწვნიეთ. საქმე გვაქვს ჟურნალისტთან, რომელიც თავის საქმიანობას ეწეოდა.

გვახსოვს, რომ მისი გამოსვლა არ იყო ერთგვაროვნად აღქმული და მათ შორის, არც ტელევიზიის ხელმძღვანელსაც არ მოუწონებია ასეთი ფორმით გამოსვლა. შეიძლება რაღაც არ მოგეწონოს, მაგრამ გარკვეული გამონათქვამების გამო, მოსაკლავად გაიმეტო. ამას აღმაშფოთებელიც არ ჰქვია. ვიცით, რომ რუსეთში ასეულობით ჟურნალისტია მოკლული მათი საქმიანობის გამო.

ეს არის სტანდარტი როგორც ჩანს მათთვის. ისინი საკუთარ ქვეყანაში კლავენ და ქვეყნის გარეთაც. ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდება გამოძიება, გამჭვირვალეობა პროცესში და ასევე გვჭირდება რწმენა იმისი, რომ ჩვენი სახელმწიფო ამას ბოლომდე მიიყვანს ცუდი არ იქნება თუ ჩავრთავთ სხვა ქვეყნების შესაბამის უწყებებს იმისათვის, რომ გამოძიებაში დაგვეხმარონ. ფაქტი ის არის, რომ აქ გარე 2 ქვეყანა ფიგურირებს. რუსეთი და უკრაინა. ამიტომ საინტერესო იქნება რას იზამს ჩვენი სახელმწიფო. მაქვს მოლოდინი, რომ ისინი გამჭვირვალედ და ღიად თხოვენ ჩართვას ამ საქმეში ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების სპეცსამსახურებს. აუცილებლად უნდა ვთხოვოთ დახმარება ამერიკელებსაც, ევროპელებსაც იმისათვის, რომ უფრო მშვიდად ვიყოთ, რომ გამოძიება იქნება მაღალი სტანდარტების”, – აღნიშნა ტუღუშმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: