საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც თურქეთში ლეგალურად ყოფნის ვადა ამოეწურათ, ქვეყანა ივნისის ბოლომდე უნდა დატოვონ

Nusagi

საქართველოს საელჩო თურქეთის მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თურქული მხარის გადაწყვეტილებით, მიმიდნარე წლის 1-ლი ივლისიდან მოიხსნება არსებული შეღავათი იმ მოქალაქეთათვის, რომლებმაც თურქეთში COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და 29 მარტიდან ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდნენ.

„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და ამოეწურათ ლეგალურად ყოფნის ვადა 29 მარტიდან, თურქეთის ტერიტორია სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით უნდა დატოვონ 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ 1-ლი ივლისიდან, ისინი ვერ ისარგებლებენ მოქმედი შეღავათებით და საზღვრის კვეთისას მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები“, – აცხადებენ საელჩოში.

Facebook Comments
%d bloggers like this: