ოპოზიციას ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვს, ერთადერთი საშუალება, რომელიც შეიძლება ხელმოცარულ, მავნებელ ოპოზიციას ჰქონდეს, არის რევოლუცია და გადატრიალება

ოპოზიციას ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შანსი არ აქვს. ერთადერთი საშუალება, რომელიც შეიძლება ამ რევოლუციური სულისკვეთებით აღკტკინებულ, ხელმოცარულ, დესტრუქციულ, მავნებელ ოპოზიციას ჰქონდეს, ეს არის რევოლუცია და გადატრიალება,- ამის შესახებ ქართული ოცნების კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის”გადაცემაში ,,დღის ქრონიკა“ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი დამოუკიდებელი კვლევით დგინდება, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში დრამატული გამარჯვებისთვისაა განწირული. ლაშა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ელექტორალარულად გაკოტრებულია.

„ჩვენ ვხედავთ ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი პოლიტიკური ერთობის სრულ გამანადგურებელ ფიასკოს . მათ დანაშაულებრივი წარსულის გარდა ალბათ არაფერი აერთიანებთ. მე ახლა აღარ ჩამოვთვლი იმ ოდიოზურ ადამიანებს, რომლებიც იქ ერთმანეთთან საერთო ენას პოულობენ. ფაქტი ფაქტად რჩება – ნებისმიერი დამოუკიდებელი და მათივე ჩატარებული კვლევით დგინდება, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში დრამატული გამარჯვებისთვისაა განწირული. ოპოზიციას ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შანსი არ აქვს. ერთადერთი საშუალება, რომელიც შეიძლება ამ რევოლუციური სულისკვეთებით აღტკინებულ, ხელმოცარულ, დესტრუქციულ, მავნებელ ოპოზიციას ჰქონდეს, ეს არის რევოლუცია და გადატრიალება. რევოლუციას სჭირდება „ტრიგერი“, მიზეზი. თუ ის ბუნებრივად არ არსებობს – ის უნდა გამოიგონო. უნიათობით გამოწვეულ გავრილოვის ამბავს რა მოყვა და წარმოდგენაც კი არ მინდა, რომ რა მოჰყვებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობას. მით უმეტეს, რომ დღეს უკვე თავისუფალია პარლამენტში წინა შეჭრის მცდელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც აშშ-ის საელჩოს ბოროტების სავანედ მოიხსენიებდა; რუსეთის ტერიტორიაზე, „ეფესბეს“ ბაზაზე წვრთნიდა ბოევიკებს, რათა „ზილების რევოლუცია“ მოეწყო. ეს კაცი ახლა მათ აქტივშია. ესენი არიან ელექტორალურად გაკოტრებული ადამიანები. რევოლუცია მათთვის ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი გზაა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული