პულმონოლოგი აბიტურიენტებს ურჩევს, პირბადე გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე სახლშიც გაიკეთონ

Nusagi

ნიღაბს სხვა დადებით თვისებასთან ერთად, კიდევ ერთი დადებითი მომენტი აქვს – ვიზუალიზაცია. როდესაც ხედავ, რომ ვიღაც ნიღბით მოდის, ასე თუ ისე ეს გვაფრთხილებს, რომ რაღაც საფრთხეა და შეგვახსენებს, რომ ამაზე ჩვენც უნდა ვიზრუნოთ და ნიღაბი გავიკეთოთ, – ამის შესახებ პულმონოლოგმა, პროფესორმა, თამაზ მაღლაკელიძემ „პირველი არის“ ეთერში განაცხადა.

„უნდა შევარჩიოთ ისეთი ნიღაბი, რომელიც ჰაერს შედარებით უფრო ადვილად ატარებდეს. ნიღბის გაკეთების დროს ჰაერის ნაკადი შემცირებულია. ამიტომ ნიღაბი აუცილებლად უნდა იყოს ჰაერგამტარი. თუ ბავშვი ჯანმრთელია მისთვის ნიღბის ტარება პრობლემა არაა, მაგრამ 2 საათს შემდეგ ის უნდა შეიცვალოს, მით უფრო ზაფხულია, მაღალი ტემპერატურაა, ტენიანობა იზრდება“, – აღნიშნა პულმონოლოგმა.

პულმონოლოგი აბიტურიენტებს ურჩევს, გამოცდამდე, რამდენიმე დღით ადრე სახლშიც გაიკეთონ ნიღაბი, რომ დახურულ სივრცეში მის ტარებას და სუნთქვას შეეჩვიონ.

Facebook Comments
%d bloggers like this: