„სავარაუდო ქილერის საქციელი იმდენად უცნაურია, რთულია დაიჯერო, რომ ის კლასიკური ქილერია“

Nusagi

„რა თქმა უნდა ის რომ მომხდარიყო, რაც სავარაუდოდ, დაგეგმილი ჰქონდათ, ქვეყანა დესტაბილიზაციის რეჟიმში შევიდოდა. გავიხსენოთ რა ვითარებაა ქვეყანაში, როგორი პოლიტიზირებულია საზოგადოება და როგორ ეფექტურად გამოიყენებდა ხელისუფლების საწინააღმდეგო ძალა ასეთი რამ რომ მომხდარიყო. მოვლენების ასეთი განვითარება თავიდან იქნა აცილებული და ეს ძალიან კარგია თუ ყველაფერი ასე იყო. ჯერჯერობით, ძალიან ბევრი კითხვაა და ამ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს. იმედია, უახლოეს მომავალში მაინც გამოიკვეთება რაღაც.

უცნაურია ძალიან, როდესაც ამბობს გვარამია, რომ მგონი  სახელმწიფო უშიშროების სამსახური უთვალთვალებდაო, მაშინ დაცვა რატომ გააძლიერა? თვითონვე თქვა, რომ დაცვა გააძლიერეს ერთი წლის წინ. ამას გასდევს მუდმივად, ლაიტმოტივად, რომ საქართველოს ჰყავს კრემლის მეგობარი ხელისუფლება. ალოგიკურ რამეს ამბობენ.. გამოდის, რომ რუსეთმა გამოაგზავნა ქილერი, რომ მეგობერი ხელისუფლებისთვის დისკომფორტი შეექმნა, რაც თავისთავად, ნონსენსია.

თვითონ ამ ბოკოვის ქმედებაც, რაც ინფორმაციაც გავრცელდა, ძალიან უცნაურია. სამწუხაროდ, უცხოეთში არასასურველი ოპონენტების სიკვდილის ბევრი შემთხვევაა და ამიტომაც დაიჯერა საზოგადოებამ, რომ შეიძლება ასე მომხდარიყო, მაგრამ თვითონ სავარაუდო ქილერის საქციელი ძალიან უცნაურია. გამოდის, რომ ეს ადამიანი დადიოდა სოფელ-სოფელ და იარაღს ეძებდა. დიდხანს იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც უნდა მომხდარიყო მკვლელობა, ძალიან ბევრ ადგილას დატოვა კვალი, ბევრს ადამიანთან კონტაქტი ჰქონდა და თავი დაამახსოვრა. ისეთი უცნაური ბიოგრაფია შექმნა, რომ რთულია დაიჯერო, რომ ეს არის კლასიკური ქილერი. შეიძლება მის უკან სხვა დგას.. ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული თემაა. ეს არ არის მხოლოდ ის, რაც მოვისმინეთ და ალბათ ამიტომ იყო სუსის განცხადება ასეთი დელიკატური. რაც შეეხება უკრაინის თემას, ესეც ძალიან საინტერესოა, იმიტომ, რომ რაც მოვისმინე, გამოდის, რომ უკრაინაშიც ლაპარაკობდა, რომ განსაკუთრებული მისიით უნდა ჩასულიყო საქართველოში. ესეც ძალიან უცნაურია – ექსპერტი მამუკა არეშიძე გადაცემაში „არენა“.

Facebook Comments
%d bloggers like this: