“არ გამოვრიცხავთ, რომ ეს პლატფორმა სერიოზულ პოლიტიკურ განაცხადადაც ჩამოყალიბდეს”- ალეკო ელისაშვილი

“სამოქალქო მოძრაობის” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, არაა გამორიცხული, რომ პლატფორმა, რომელიც მან, ანა დოლიძემ და ლევან კობერიძემ შექმნეს, მომავალში პოლიტიკურ გაერთუანებად ჩამოყალიბდეს,

როგორც ელისაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, ამ პლატფორმის გაფართოების მიზნით ისინი თავს არ დაზოგავენ.

“ეს არის პლატფორმა და ჩვენ თავს არ დავზოგავთ, რომ ეს პლატფორმა ჯერ ერთი გაფართოვდეს მისი შემადგენლობა და შემოუერთდნენ იმ ღირებულებების ადამიანები, რომლებიც აქ მდგომებს გვაერთიანებს. ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმშია, არ გამოვრიცხავთ, რომ ეს სერიოზულ პოლიტიკურ განაცხადადაც ჩამოყალიბდეს,”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობის ლიდერ ალეკო ელისაშვილთან და პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნა.

Facebook Comments

ახალი დადებული