გაერთიანებული ოპოზიცია თბილისის ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმდა

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” თბილისის მასშტაბით მაორიტარობის კანდიდატებზე თითქმის ბოლომდე შეთანხმდა.

ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას თბილისის ექვს ოლქთან დაკავშირებით უკვე მიაღწიეს .

ტვ “პირველის” ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიები ამ ეტაზე თბილისის ორ ოლქში – დიდუბისა და საბურთალოს რაიონების მაჟორიტარობის კანდდატებზე მსჯელობენ.

ხოლო, დანარჩენ ექვს ოლქში შემდეგი მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილები:

  • ნაძალადევის რაიონი – შალვა ნათელაშვილი
  • მთაწმინდის რაიონი – შალვა შავგულიძე
  • ვაკის რაიონი – ელენე ხოშტარია
  • სამგორის რაიონი – ლევან ხაბეიშვილი ან ზაალ უდუმაშვილი
  • გლდანის რაიონი – ნიკა მელია
  • ისნის რაიონი – გიორგი ვაშაძე

დიდუბისა და საბურთალოს ოლქებში შეთანხმება ჯერ არ შემდგარა.

ცნობისთვის, ოპოზიციის ლიდერებმა გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა თბილისის ოლქებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე უარი თქვეს, ვინაიდან ოპოზიციურ ერთიანობას საფრთხე არ შეექმნას.

Facebook Comments

ახალი დადებული