თურქი დიპლომატი გაეროს 75–ე გენასამბლეის თავმჯდომარედ აირჩიეს

თურქეთის წარმომადგენელი, დიპლომატი ვოლქან ბოზქირი გაეროს 75-ე გენერალური ასამბლეის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქმა დიპლომატმა მხარდაჭერა 178 ქვეყნის წარმომადგენლებისგან მიიღო, 11-მა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, 3 ბიულეტენი კი გაბათილდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა გაერო-ში თურქეთის მუდმივ წარმომადგენელთან. მან იმედი გამოთქვა, რომ ბოზქირის საქმიანობა წარმატებული იქნება.

Facebook Comments

ახალი დადებული