მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც კორონავირუსით გარდაცვალების რისკთან არის დაკავშირებული

Nusagi

კორონავირუსის დროს გარდაცვალების რისკი დაკავშირებულია გენებთან, რომელიც პასუხისმგებელია სისხლის ჯგუფზე და იმუნურ რეაქციებზე, -აცხადებენ მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი. ინფორმაციას news.mail ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მკვლევარებმა იპოვეს განსხვავება ჯანმრთელ, კოვიდინფიცირებულ და მძიმე სიმპტომებიან ადამიანებს შორის. როგორ ჩანს, სწორედ ეს განსხვავება აძლევს შესაძლებლობას ვირუსს, შეაღწიოს უჯრედებში და გამოიწვიოს ორგანიზმის „ციტოკინური შტორმი“, რომლის შედეგადაც შესაძლებელია, პაციენტი დაიღუპოს. 

მკვლევართა საერთაშორისო გუნდმა პროფესორ ანდრე ფრანკის ხელმძღვანელობით, აღმოაჩინა, თუ რატომ ემართება კოვიდ19 ამა თუ იმ პაციენტს უფრო მძიმე ფორმაში, რასაც სიკვდილის გამოწვევა შეუძლია. ეს დაკავშირებულია სისხლის ჯგუფთან და იმუნური რეაქციის თავისებურებებთან. მეცნიერებმა გამოყვეს გენეტიკური ადგილები, რომლებიც დაკავშირებულია დაავადების რისკთან. კვლევა ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა. 

ნაშრომის ავტორებმა შეისწავლეს კორონავირუსული ინფექციის 2000 მძიმე შემთხვევა ესპანეთსა და იტალიაში და შეადარეს მათი გენომები 2300 ჯანმრთელი ადამიანის გენომს. ისინი ეძებდნენ გენომის ვარიაციებს, რომელიც დაავადებულებს ჰქონდათ, მაგრამ არ ჰქონდათ ჯანმრთელებს.

​მეცნიერების ყურადღება მიიპყრო გენეტიკურმა ლოკუსმა r21.31  da 9q34.2. პირველში განთავსებულია გენები, რომლებიც დაკავშირებულია ანთების საწინააღმდეგო ცილებთან, მეორეში- სისხლის ჯგუფებთან. ასევე, მკვლევარებმა გამოყვეს გენეტიკური ვარიაციები, რომლებიც უკავშირდება სუნთქვის უკმარისობას.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ ახალი ლოკუსები, რომელიც ასოცირდება კორონავირუსის მიმართ მგრძნობელობასთან. და დავადასტურეთ პოტენციური კავშირი სისხლის ჯგუფებსა და ინფიცირების რისკებს შორის“,-ნათქვამია გამოქვეყნებულ ნაშრომში.

 მეცნიერები მიიჩნევენ, რომ გამოვლენილი გენეტიკური თავისებურებები შესაძლოა, კავშირში იყოს ადამიანის იმუნურ რეაქციასთან. ვირუსი ორგანიზმში იწვევს ე.წ. ციტოკინურ შტორმს. ციტოკინები- მცირე ზომის მოლეკულებია, რომლებიც სხვადასხვა სახის უჯრედების მიერ გამომუშავდება, მაგრამ ძირითადად- ლიმფოციტებით. მათ მნიშვნელოვანი როლი აქვთ იმუნურ სისტემაში. მაგრამ ციტოკინური შტორმის დროს ანთების ადგილებში უკონტროლოდ აქტიურდებიან, რაც ციტოკინების დიდი ოდენობით გამომუშავებას იწვევს. ასეთი ჩაკეტილი წრე  იწვევს ქსოვილის დაზიანებას, შემდეგ რეაქცია ვრცელდება მეზობელ ქსოვილებში და შესაძლოა, მთელი ორგანიზმი მოიცვას.

სწორედ ციტოკინური შტორმი გახდა მრავალი პაციენტის გარდაცვალების მიზეზი, გარდა ამისა, მე-2 ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტები 45%-ით ხშირად ინფიცირდებიან კოვიდ19-ით, ვიდრე სხვები, პირველი ჯგუფის პაციენტები კი, 65%-ით იშვიათად, ვიდრე დანარჩენები.

მეცნიერები ამბობენ, რომ პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს გაცილებით ნაკლები რისკი აქვთ დაავადების, მეორე ჯგუფის მქონეთ კი, ყველაზე მეტი. მიუხედავად ამისა, მათ მიაჩნიათ, რომ სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, რისკებს შორის სხვაობა დიდი არ არის.

„ჩვენ ვერ ვეტყვით პირველი ჯგუფის მქონე ადამიანს, რომ მას ინფიცირების ნაკლები შანსი აქვს“,-აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

მიუხედავად ამისა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ აღნიშნული კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია ვაქცინის შექმნისთვის. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: