„ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ჯომარდობა ძირითად შემოსავალს შეადგენს“

Nusagi

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს:

“და ისევ ვუბრუნდები სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გაყიდვად პროდუქტს – ჯომარდობას.

15 ივნისს გაიხსნა შიდა ტურიზმი და აღმოჩნდა, რომ სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე გაყიდვადი პროდუქტიდან ჯომარდობა ამოიღეს და გადაისროლეს სპორტულ აქტივობებში.

ეს დღეებია ვცდილობ გავარკვიო, რატომ, ვინ და რა მიზნებით ამოიღო ჯომარდობა სათავგადასავლო ტურიზმის კატეგორიიდან და ფაქტობრივად ამ დარგში როგორც სერვისის მომწოდებლები დატოვა შემოსავლის გარეშე, ასევე სათავგადასავლო ტურიზმს მნიშვნელოვნად დააკლო განვითარების პოტენციალი.

როგორც მითხრეს, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს ანტისაოკუპაციო
საქმიანობას…

ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ჯომარდობა ძირითად შემოსავალს შეადგენს.
ახსნა ალბათ არ არის საჭირო.

თუმცა თუ ეს მართალია, შემოსავლის გარეშე მარტო მე კი არა, არამედ სხვა უამრავ ადამიანს ტოვებთ და სათავგადასავლო ტურიზმს კი ერთ ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტის გარეშე..

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ვერსია არ არის მართალი და მხოლოდ უვიცი, არაპროფესიონალი ჩინოვნიკების მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.”– წერს დავით ქაცარავა.

Facebook Comments
%d bloggers like this: