Advertisements

გურამ ნიკოლაშვილი: ჩანაწერის ავთენტურობის დადგენამდეც შეიძლება ითქვას, რომ ლოგიკურია საუბრის შინაარსიც და თემაც, აქ ქართველისთვის უცხო და მოულოდნელი არაფერია

ჩვენ არ ვიცით, რას იტყოდა ნიკა გვარამია, თუკი დაკავებული ბოკოვის და მისი გეგმების შესახებ ჯერ სუს-ის ბრიფინგიდან გავიგებდით, მაგრამ რაკი ვერ მოითმინა და ქართველ ხალხს ამცნო გიორგი გაბუნიას გადარჩენის ამბავი, ხელი კი რუსეთისკენ გაიშვირა, ამით მან დაადასტურა რომ ჟურნალისტის ლიკვიდაცია არა მხოლოდ პერსონალური ვენდეტა შეიძლება ყოფილიყო, არამედ ქვეყნის არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობაც, რაც ასევე კოხტად ჯდება რუსეთის მიზნებში,- ამის შესახებ საჯჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

Nusagi

მისი თქმით, დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერით, მინიმუმ ვიგებთ მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ადეიშვილის უკმაყოფილებას იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც საქართველოში განვითარდა და რაშიც მთავარი წვლილი ნიკა გვარამიამ შეიტანა. ,

,უკრაინულ ქსელში დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერი, სადაც ქართული სასამართლოს ორი განსასჯელი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საუბრობენ, მათი დიალოგის მცირე ნაწყვეტს წარმოადგენს. ხსენებულ პირებს ზოგადად აკლიათ აზრის ნათლად ჩამოყალიბების უნარი, თუმცა მათი სიტყვებიდან როგორც მინიმუმ, ვიგებთ უკმაყოფილებას იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც საქართველოში განვითარდა და რაშიც მთავარი წვლილი ნიკა გვარამიამ შეიტანა. დღევანდელი ხელისუფლების პრორუსულად წარმოჩენა ოპოზიციური ერთობის მთავარი პოსტულატია და ამ სტერეოტიპის დასამკვიდრებლად მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავენ.

სააკაშვილი და ადეიშვილი ჩანაწერის მიხედვით წუხან, რომ გვარამიამ ვერ მოითმინა, ოფიციალურ უწყებას დაასწრო და ბრიფინგზე გაახმიანა მისთვის ცნობილი ინფორმაცია და ვერსია დაკავებული ვასამბეკ ბოკოვის გეგმებისა და განზრახვის შესახებ. ოფიციალური უწყება კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია, რომელსაც ჯერჯერობით საქმე ძიებაში აქვს, დეტალებს არ ახმიანებს, თუმცა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მთავარ ასპექტში შორს არ არის გვარამიას ვერსიისგან.

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ჩვენ არ ვიცით რას იტყოდა ნიკა გვარამია, თუკი დაკავებული ბოკოვის და მისი გეგმების შესახებ ჯერ სუს-ის ბრიფინგიდან გავიგებდით, მაგრამ რაკი ვერ მოითმინა და ქართველ ხალხს ამცნო გიორგი გაბუნიას გადარჩენის ამბავი, ხელი კი რუსეთისკენ გაიშვირა, ამით მან დაადასტურა რომ ჟურნალისტის ლიკვიდაცია არა მხოლოდ პერსონალური ვენდეტა შეიძლება ყოფილიყო, არამედ ქვეყნის არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობაც, რაც ასევე კოხტად ჯდება რუსეთის მიზნებში. ოღონდ, მაშინ აღარ გამოდის მთავრობის რუსეთუმეობის გაყიდვა ქართველ ამომრჩეველზე და გამოდის რომ ოცნების ხელისუფლების მთავარ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. გვარამიას პატრონების უკმაყოფილების ძირითადი მიზეზიც სწორედ ესაა, ცხადია ისიც, რომ გვარამიას მოუწევს ჩვენების მიცემა შესაბამისი სტრუქტურებისთვის და მათთვის ინფორმაციის მიწოდება”,- განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

აქვე, საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი ამბობს, ჩანაწერის ავთენტურობის დადგენამდეც ლოგიკურია საუბრის შინაარსიც და თემაც, ქართველისთვის უცხო და მოულოდნელი არაფერია.

,,მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით გასამართლებული და შემდგომ პოლიტპატიმრად თვითგამოცხადებული ირაკლი ოქრუაშვილი დღეს სტაბილურობის და სიმშვიდის საჭიროებაზე საუბრობს, ხოლო ხელისუფლების რუსეთთან კავშირის ახსნას სპეკულაციითა და შეთქმულების თეორიული ვერსიით ცდილობს. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ კარგია, როცა ოპოზიციური მედიაც სვამს შექმნილი პოლიტიკური კონტექსტის ამსახველ მთავარ კითხვას, მიუხედავად იმისა, რომ მასზე პასუხად შეთქმულების თეორიას იღებს. თუკი თეორიებს გავყვებით, დავინახავთ, რომ ოპოზიცია მზადაა ნებისმიერი თეორიის შემუშავებისთვის, გარდა შეთქმულების ისეთი თეორიისა, რომელიც ნაცმოძრაობის კარამდე მიდის. საინტერესოა, რაზე დაყრდნობით გამორიცხავენ ამას, რომელი ლიდერი ჰყავს ნაცმოძრაობას ძალაუფლებისთვის რამის არმკადრებელი? რაც შეეხება ჩანაწერს. ავთენტურობის დადგენამდეც შეიძლება ითქვას, რომ ლოგიკურია საუბრის შინაარსიც და თემაც, აქ ქართველისთვის უცხო და მოულოდნელი არაფერია. საინტერესოა, როგორ შეაფასებენ უკრაინაში მათი მოქალაქის და ბოლომდე გაურკვეველი რანგის საჯარო თუ არასაჯარო მოხელის ჩარევას და ჭარბ ყურადღებას მეგობარი ქვეყნის შიდა საქმეებში და რა რეაქცია ექნებათ პოლიტიკურ ფიგურებს“,- აცხადებს გურამ ნიკოლაშვილი.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed