სპორტი

ვატო არველაძე „ლოკომოტივში“ დაბრუნდა

Nusagi

ვატო არველაძე „ლოკომოტივში“ დაბრუნდა – ახალგაზრდა შემტევმა თბილისურ კლუბთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისური კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

21 წლის ფეხბურთელი ბოლოს კელჩეს „კორონაში“ თამაშობდა, მაგრამ მაისში, როდესაც პოლონურმა გუნდმა პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის განახლებისთვის მზადება დაიწყო, ქართველი ლეგიონერი გუნდში აღარ დაბრუნდა – კორონავირუსის პაუზისას გადაწყდა, რომ არველაძე „კორონადან“ წამოვიდოდა.

გამოცემა „ვიბორჩას“ ცნობით, კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური პრობლემების შემდეგ, გუნდი ხუთ მოთამაშეს შეელია, ერთ-ერთი მათგანი კი ქართველი თავდამსხმელი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ვატო არველაძე პოლონურ კლუბთან კონტრაქტი 2018 მაისში გააფორმა, სადაც წარმატებული სტარტი ჰქონდა და შედეგად, ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში მიიწვია. მაგრამ შემოდგომაზე დაშავდა და მას შემდეგ მკურნალობდა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,582 ნახვა
%d bloggers like this: