„უმძიმესი მოსასმენია .. ამის შემდეგ კიდევ დაეჯერება ან ამ არხს, ან “ნაციონალურ მოძრაობას?“ – ნიკოლოზ მჭედლიშვილი

Nusagi

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი გამოცემა Obozervatel.com -ის მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ ჩანაწერს  სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„უმძიმესი მოსასმენია რასაც სააკაშვილი ესაუბრება ამ ჩანაწერში ადეიშვილს თავისი საკუთარი ტელევიზიის, “მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიაზე და თავისივე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიაზე.

დიდი იმედი მაქვს, რომ სუსი გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს გაბუნიას დაგეგმილ მკვლელობასთან დაკავშირებით და გაირკვევა სინამდვილეში ვინ გეგმავდა მკვლელობას.

ნახეთ ამონარიდი ამ ჩანაწერიდან:

სააკაშვილი:
გვარამიას ცოტა აკლია ზოგადად. სრული ნაბიჭვარია არის ეგ, ავადმყოფია. ყველა ის ჩააფლავა თავიდან ბოლომდე.

სააკაშვილი:
ხო გაბუნია, რაღაც არასტაბილური ტიპია თან მშიშარა.

აი, ამის შემდეგ კიდევ დაეჯერება ან ამ არხს, ან “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც აქამდეც სრულიად გაკოტრებული იყო? ეხლა ჯობს დაიშალნენ სახლებში წავიდნენ, ნუ ვინც ოდნავ ნორმალური მაინც დარჩა მანდ“ – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

Facebook Comments
%d bloggers like this: