Advertisements

200 ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე ფართოვდება

კომპენსაციას მიიღებენ ის პირებიც, რომლებიც ეწეოდნენ დაქირავებით საქმიანობას 2019 წლის ივლისი-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს (რაც უნდა დასტურდებოდეს დამქირავებლის მიერ საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი სსკ-ის 154-მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით) და 2020 წლის 1 ივლისამდე დამქირავებლისგან არ მიუღიათ ხელფასი.

Nusagi

დადგენილების თანახმად, კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ მიმდინარე წლის მაისში პირს ჩაერიცხა ხელფასი, შემდეგ თვეებში კი აღარ. კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასი, რომელიც 10 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

შემოსავლების სამსახურში დამქირავებელი კომპანიის მიერ საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი ინფორმაცია მიიჩნევა დადგენილ ვადაში წარდგენილად, თუ დაზუსტებას ექვემდებარება მხოლოდ დაქირავებულის პირადი ნომერი, რომლის არასწორად მითითება იწვევს 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლების დაკარგვას.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებლებს 22 ივნისის ჩათვლით წარადგინონ ინფორმაცია დასაქმებულთა შესახებ, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები.

დამსაქმებელი კომპანიების მიერ კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმა და შევსების წესის ნახვა შესაძლებელია ბმულებზე:

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია დაუკავშირდეს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს 0322 299 299. ელ.ფოსტა info@rs.ge

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული