„ევროპული საქართველო“ საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს

Nusagi

ევროპული საქართველო“ საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ლიდერებმა ფრაქციის ფორმატში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გაახმოვანეს, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ “ევროპული საქართველოს” წევრი დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ პროცესში კი მონაწილეობას არ მიიღებენ იქამდე, ვიდრე “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.

„ივანიშვილს კიდევ ერთი შანსი აქვს, მინიმუმ რამდენიმე დღის დრო, რომ არც თავისი თავი დაღუპოს პოლიტიკურად და პერსონალურად და მეორე მხრივ, ქვეყანას დამატებითი ზიანი არ მიაყენოს. პირველ მოსმენაში ჩვენი მონაწილეობა მას ამის შანსს აძლევს. შემდგომ კენჭისყრებში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, თუ მეორე მხრიდან ის ნაბიჯი არ გადაიდგმება, რომელიც შეთანხმების შესასრულებად აუცილებელია, იმ პირობის შესასრულებლად, რომელიც ქართული საზოგადოებისა და საქართველოს მეგობრების წინაშე დაიდო. პირველ მოსმენაზე ჩავარდნა პროცესის საბოლოოდ გაჭედვას გამოიწვევს. ჩვენ ამ სცენარისთვისაც მზად ვართ, მაგრამ ეს ქვეყნისთვის ცუდი სცენარია და ჩვენ მათ შანსს ვაძლევთ, რომ ქვეყნისთვის ეს ცუდი სცენარი არ განხორციელდეს. დანარჩენი ივანიშვილის ხელშია. მას შეუძლია თავიც დაიღუპოს, ან გადადგას ნაბიჯი, რომელიც ყველას ინტერესშია: ჩვენი, მათი, პირადად მისი და საქართველოს ყველა მოქალაქის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, „ევროპული საქართველო უარს აცხადებდა საკონტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე, იმ არგუმენტით, რომ ხელისუფლება არ ასრულებს პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას, კერძოდ გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვილებების კენჭისყრა ჩატარდება, ხვალ, 21 ივნისს არის ჩანიშნული.

Facebook Comments
%d bloggers like this: