თაკო ჩარკვიანი საბურთალოს მაჟორიტარად იყრის კენჭს

Nusagi

თაკო ჩარკვიანი საბურთალოს მაჟორიტარად იყრის კენჭს. ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

თაკო ჩარკვიანმა თავისი საარჩევნო კამპანიის დევიზიც გააჟღერა – „არც ერთი ხმა პუტინს!“

„გადაწყდა და დიდი ხნის ბჭობის და დიდი სამეგობროს, ასევე ჩემი ძმის მამუკა ჩარკვიანის თხოვნით, ჩემს ოჯახთან კონსულტაციის შედეგად, დედას – ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ირმა ჩხეიძის, ქვეყნის და ხალხის გულშემატკივრების თხოვნით, გადაწყვეტილება მიღებულია – კენჭს ვიყრი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად“, – წერს ჩარკვიანი.

19 ივნისს გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატეი წარადგინა.

Facebook Comments
%d bloggers like this: