მარინა ეზუგბაია: ჩვენ მძიმე პაციენტი აღარ გვყავს

Nusagi

თბილისი ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში, ამ დროისთვის მძიმე პაციენტი აღარ არის.

მისივე ინფორმაციით, კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევებიდან ერთი იმპორტირებულია, ხოლო დანარჩენი ორი მარნეულისა და ბოლნისის კლასტერებს უკავშირდება.

„დღევანდელი დღის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის ცენტრებში სულ 132 პაციენტი მკურნალობს. ახალი დადასტურებული 3 შემთხვევიდან ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ეს შემოტანილ შემთხვევად ითვლება. 2 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, აქედან ერთი მარნეულის კლასტერს უკავშირდება, ერთი კი ბოლნისისას. რაც შეეხება ჩვენს კლინიკას, ჩვენთან სულ 21 პაციენტი მკურნალობს. ამ ეტაპზე მძიმე პციენტი არ გვყავს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა დღემდე ინფიცირების 989 ფაქია დადასტურებული.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: