პარიზში დემონსტრანტებმა ჯანდაცვის სამინისტროს შენობას წითელი საღებავი შეასხეს

Nusagi

საფრანგეთის დედაქალაქში დემონსტრანტებმა ჯანდაცვის სამინისტროს ფასადს წითელი საღებავი შეასხეს. ამის შესახებ BBC წერს.

აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ ეს იმ ადამიანების სისხლის სიმბოლოა, ვინც ქვეყანაში COVID-19-ით გარდაიცვალა. აქციის მონაწილეებმა კორონავირუსით გარდაცვლილთა მაღალი რაოდენობით უკმაყოფილება გამოთქვეს და მთავრობას ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის სამუშაო პირობებსი გაუმჯობესებისკენ მოუწოდეს.

„წლების განმავლობაში მედმუშაკები გვაფრთხილებდნენ, რომ საჭირო რესურსი, საწოლები და აღჭურვილობა არ გააჩნიათ, რათა მოსახლეობას სათანადო მომსახურება გაუწიონ“, – აღნიშნავენ მოძრაობაში Attac, რომელიც აქციის ორგანიზატორია.

Facebook Comments
%d bloggers like this: