Advertisements

„რომ მიუშვა, შეიძლება ავტობუსის კარებს ვერ მიაგნონ” – კალაძე ოპონენტებზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ჭავჭავაძის გამზირზე და გლდანში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ.

Nusagi

კონკრეტულად ჭავჭავაძის გამზირის პროექტთან დაკავშირებითაც იყო საუბრები, რომ თითქოს საკომუნიკაციო ჭების და მილების ჩადება დაგვავწიყდა. ვითომ დაგვავიწყდა. ჩვენი ოპონენტები საუბრობენ ამაზე. სასაცილოა. შეიძლება პასუხის ღირსადაც არ ღირდეს, მაგრამ თქვენ არ შეგიყვანონ შეცდომაში. არაფერი არ დაგვწიყებია, კარგად ვიცით რას ვაკეთებთ, კარგი ხედვა გვაქვს, როგორი თბილისი გვინდა. ეს ყველაფერი წინასწარ გათვლილი გვაქვს.

მინდა ერთ ვიდეოს გამოვეხმაურო, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წარმომადგენელი ავრცელებს, გლდანში შეეშალათ და ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩებზე ავტობუსის გაჩერების საპირისპირო მიმართულებით, ანუ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს დააყენესო. ღირს ამ ადამიანებზე პასუხის გაცემა? არავის არაფერი ეშლება. დაელოდეთ პროექტის დასრულებას. არ მოგცემთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას. ეს ის ადამიანები არიან, რომ მიუშვა, შეიძლება ავტობუსის კარებს ვერ მიაგნონ. ჩვენ ყველაფერს კარგად გავაკეთებთ და ჩვენი დედაქალაქი იქნება ყველაზე მაგარი”, – განაცხადა კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირზე „ფეისბუქ” ლაივით ჩართვისას.  

Facebook Comments
Advertisements

You may have missed