“შაფრთხე” ამოწურული არ არის და “დაჩვით” უნდა იაროს გაბუმ”

“ქვეყანაში, სადაც ქალებს კლავენ, საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ, საზღვრებს გვივიწროვებენ… სახელმწიფო დაცვას უნიშნავენ ერთ თავქარიან პროპაგანდისტს(ჟურნალისტი სხვა ცნებაა, მეტად საპატიო) მხოლოდ იმიტომ რომ პუტინის გინება “მოეპიტნავა”, არხისთვის რეიტინგის ასაწევად(თორემ ძალიან აღელვებს ახლა, გაბუნიას, პუტინი). ცივი ნიავი არ მიეკაროს საყურეებიან, ეპატაჟურ ყურებზე… მელა და მისი კუდივით, გვარამიამაც მხარი აუბა… ხოო აბა რაა… “შაფრთხე” ამოწურული არ არის და “დაჩვით” უნდა იაროს გაბუმ… შენ თუ ძაან გულადი ბიჭი ხარ, იბღინძები და პუტინს აგინებ, მთელი სატელიტის მასშტაბით… დაცვა რაღად გინდა, შეეწირე ეროვნულ იდეებს და გახდები ახალი “შავლეგო”, ეროვნული გმირი… თუ არა და თუ შენი გაგორება ვინმეს უნდა, ის დაცვა როდემდე დაგიცავს… ან რა ნამუსით დათანხმდი დაცვას, შიშს დიდი თვალები აქვს, ხომ ბიძიკო?! ჰოდა თუ გეშინია, დააჭირე მოჩლექილ ენას კბილი. მთელი ცხოვრება მე ხომ არ გიხდი დაცვის ფულს. რაში იხარჯება ბიუჯეტი… ამ “შაფრთხეჯერარამოჭურულების” დაცვაში და თან რომ ისევ ამ ხელისუფლებას აგინებენ. უარესის ღირსია ამათნაირებისგან ეს ხელისუფლება ასე რომ უფინანსებს კაპრიზებს” – წერს ლევან ცალუღელაშვილი ფეისბუქზე.

Facebook Comments

ახალი დადებული