არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა

Nusagi

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩი თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი საარჩევნო მოდელზე პროექტს „ენმ“-ს მხარდაჭერის გარეშეც მიიღებდა და ეს დღეს გამოჩნდა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

„პარლამენტი საარჩევნო მოდელზე პროექტს ენმ-ს გარეშეც მიიღებდა, თუმცა ეს პოლიტიკური ძალა მოიქცა უპასუხისმგებლოდ. ისინი აღმოჩნდნენ თამაშგარე მდგომარეობაში. საერთოდ საკითხავია რამეზე შეუძლიათ თუ არა მათ პასუხისმგებლობის აღება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტმა ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ცვლილების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.

პროექტში გათვალისწინებულია 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რაც გულისხმობს – პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

ერთჯერადად რჩება ბლოკის ინსტიტუტი. ბლოკებისთვის არის დიფერენცირებული საარჩევნო ბარიერი, კერძოდ რამდენი პარტიაც იქნება წარმოდგენილი ბლოკში, იმდენი პროცენტი უნდა გადალახოს საარჩევნო სუბიექტმა.

თბილისში წარმოდგენილია 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რაც შეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას – შექმნილია 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, წინა წელს სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტმა ჩააგდო.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: